ირაკლი კობახიძე: რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან პარლამენტში შემოსულ წერილთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე, განმარტება გააკეთა.
„ჩვენი პრეროგატივა არ არის არც ბრალის წაყენება, და მითუმეტეს, არც ვინმეს დადანაშაულება კონკრეტული დანაშაული ჩადენაში. როგორც უკვე მოგახსენეთ, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მათ შორის პარლამენტის წევრის მიმართ. მთავარი პროკურორი ვალდებულია შესაბამისი წერილით მიმართოს საქართველოს პარლამენტს და გააცნოს საქმის არსი. შესაბამისი წერილი შემოდის პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. გამომდინარე იქედან, რომ ადრესატი არის არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ პარლამენტი, მე ვალდებული ვარ კანონმდებლობის თანახმად ეს გაგაცნოთ თქვენ და სწორედ ვიმოქმედე კანონმდებლობის შესაბამისად. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის დამნაშავე და რა მოხდა, ამას ბუნებრივია დაადგენს გამოძიება და ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები