პარლამენტის წევრებმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს

პარლამენტის პლენარულ სესიაზე დღეს, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგეს.
ტრაგედია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გაიხსენა. „დღეს არის 13 ივნისი. ტრაგიკული დღე ყველას გვახსოვს, როდესაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა სტიქიურმა უბედურებამ. მე გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ დაღუპულთა ხსოვნას“, – მიმართა ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს სხდომის დაწყებისას.
წუთიერი დუმილის შემდეგ, სესია დეპუტატების განცხადებებით გაგრძელდა. შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ, 13 ივნისს სტიქიის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი დაკარგულია. დაზარალდა ათასობით მოქალაქეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები