სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახური ერევნის მერიაში სპეცოპერაციას ატარებს
სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურის სპეცრაზმი, ამ წუთებში, ერევნის მერიაში სპეცოპერაციას ატარებს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა, სამსონ გალსტიანმა გააკეთა.
მან სპეცოპერაციის მიმდინარეობა ჟურანლისტებს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული. ეროვნული უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა, მიმდინარე სპეცოპერაციაზე, დამატებითი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავი შეიკავა.
სპეცოპერაციამდე ცოტა ხნით ადრე კი, ადგილობრივ მედიაში ფონდ „ერევანის“ საეჭვო საქმიანობაზე და ერევნის მერიაში არსებულ კორუფციულ სქემებზე გავრცელდა ინფორმაცია, რომელსაც ერევნის მერი, ტარონ მარგარიანი ხელმძღვანელობს.