კახა კალაძე აბაზოვის დაკავებაზე: ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის, თემურ აბაზოვის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. მისივე თქმით, ეს ყველასთვის ასე უნდა იყოს, მთავარი და უზენაესი კანონია.
„არ მქონდა შესაძლებლობა, გამერკვია, რა მოხდა. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ წევრი, ჩვენი თანაგუნდელი, ვინც კანონს დაარღვევს, უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენთვის მთავარი და უზენაესი არის კანონი. ყველასათვის უნდა იყოს ასე და პრივილიგირებული ადამიანები ვერ იქნებიან“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტუდია „მონიტორმა“ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, სადაც მამაკაცი, რომელიც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, მარნეულის მერი თემურ აბაზოვი დააკავეს და პასუხისგებაშია მიცემული სამი პირი, მათ შორის – საკრებულოს წევრები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები