დიმიტრი პესკოვი – სინგაპურის შეხვედრამ, არსებული კრიზისი, უკან დახია

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესცენტრის ხელმძღვანელის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, სინგაპურის შეხვედრამ არსებული კრიზისი კრიტიკული ზღვარიდან უკან დახია.
მისი განცხადებით, შეხვედრის შედეგებზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, რადგან მომხდარის გაანალიზებაა საჭირო, თუმცა აღნიშნა, რომ დიალოგის რეჟიმზე გადასვლას, რუსეთი მიესალმება.
„რა თქმა უნდა, მსგავსი შეხვედრები, როგორი შედეგის მომტანიც არ უნდა იყოს, დაძაბულობის განეიტრალებას უწყობს ხელს და არსებული კრიზისი კრიტიკული ზღვარიდან უკან იხევს. კრიზისული სიტუაცია კი, სულ რაღაც 2 თვის წინ იდგა, ამ საკითხთან დაკავშირებით. არსებული შეხვედრა უპირობოდ მისასალმებელია“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სინგაპურის კუთვნილ კუნძულ სენტოსაზე, ერთმანეთს, ისტორიული სამიტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები შეხვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები