პარიზში მძევლად აყვანილი 2 ადამიანი პოლიციამ გაათავისუფლა, თავდამსხმელი კი დააპატიმრა

საფრანგეთის პოლიციამ ორი მძევლის გადარჩენა შეძლო, რომლებიც გუშინ ქვეყნის დედაქალაქში, უცნობმა მამაკაცმა მძევლად აიყვანა და ირანის საელჩოსთან დაკავშირება ითხოვა. თავდამსხმელის განცხადებით, მას ირანის ელჩთან საუბარი სურდა, რათა ელჩს საფრანგეთის მთავრობისთვის მისი დანაბარები გადაეცა.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჟერარ კოლომბის განცხადებით, მოხერხდა მძევლების გათავისუფლება, დამნაშავის დაკავება და პენიტენციურ დაწესებულებაში გადაგზავნა. მან ასევე აღნიშნა, რომ „თავდამსხმელის მოთხოვნები იყო ბუნდოვანი და ძნელად გასაგები“.
ამ ეტაპზე მედიაში მწირი ინფორმაცია ვრცელდება დაკავებულის შესახებ. უცნობია მისი ასაკი და წარმომავლობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები