ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ორმხრივი სროლის შედეგად, 4 ინდოელი სამხედრო გარდაიცვალა

ინდოეთის შეიარაღებული ძალების ოთხი სამხედრო პირი დღეს, გამთენიისას, ქაშმირის რეგიონში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, სამთავრობო უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანთან ინდოეთს ცალმხრივი ზავი აქვს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რამადანთან დაკავშირებით, ინდოელი სამხედროები პაკისტანის საზღვრიდან ნასროლმა ტყვიამფრქვევმა იმსხვერპლა, რის შემდეგაც, საზღვარზე ორმხრივი სროლა დაიწყო.
„თავდაპირველად პაკისტანმა გახსნა ცეცხლი და ჩვენი მიმართულებით რამდენიმე ჭურვის სროლა განხორციელდა, რაზეც ჩვენ საპასუხო ცეცხლით ვუპასუხეთ. პაკისტანის წინააღმდეგ სამომავლოდ განსახორციელებელი ზომების შემუშავება ამ წუთებში მიმდინარეობს“-აღნიშნა ინდოეთის თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ ინდოეთმა 1 თვის წინ, ქაშმირის რეგიონში, რომელიც პაკისტანის მოსაზღვრეა, ცეცხლის შეწყვეტის ცალმხრივი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც წუხელ დაირღვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები