საუდის არაბეთმა იემენის მთავარი საპორტო ქალაქის მასიური დაბომბვა დაიწყო
დღეს, იემენში მდებარე საპორტო ქალაქ ჰოდეიდადში, მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. საომარ მოქმედებებს, იემენის წინააღმდეგ, საუდის არაბეთის მეთაურობით, სამხედრო კოალიცია ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
კოალიციის კუთვნილმა საბრძოლო თვითმფრინავებმა და ხომალდებმა უკვე დაიწყეს საპორტო ქალაქის დაბომბვა, რათა ჰუსიტების მთავრობის ძირითადი პოზიციები გაანეიტრალონ და გზა გაუხსნან იემენის ლეგიტიმური მთავრობის ჯარებს.
სამხედრო ოპერაცია იემენში მას შემდეგ დაიწყო, რაც ჰუსიტებმა უარი განაცხადეს საპორტო ქალაქის, კოალიციისთვის გადაბარებაზე. აღსანიშნავია, რომ მათთვის, ვინც ჰუსიტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობს, ჰოდეიდადის პორტი საზრდოს ერთდერთი წყაროა.
შეგახსენებთ, რომ იემენში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, ქვეყნის სათავეში ჰუსიტები მოვიდნენ, რომლებმაც ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი გადააყენეს და ქვეყანას დაეპარტონენ. უკვე 7 წელია, რაც ქვეყანაში საომარი მოქმედებები არ წყდება, ხოლო 3 წლის წინ, კონფლიქტში საუდის არაბეთიც ჩაერთო, რომელიც მხარს, ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს და მის არმიას უჭერს.