სუმატრაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე, ღამით 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.
ქვეყნის ხელისუფლება ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პადანგიდან 125 კილომეტრის დაშორებით დაფიქსირდა. მომხდარის შემდეგ, ცუნამის საშიშროების შესახებ განცხადება გეოლოგიურ სამსახურს არ გაუკეთებია.