კიმ ჩენ ინი შესაძლოა, აშშ-ს ესტუმროს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამერიკაში დაპატიჟა, რაზეც მან კიმ ჩენ ინისგან მაშინვე მიიღო დადებითი პასუხი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს.
გუშინდელი შეხვედრისას ცნობილია, რომ დონალდ ტრამპს, თავის მხრივ, კიმ ჩენ ინმაც შესთავაზა ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი, რაზეც დონალდ ტრამპმა თანხმობა განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, სინგაპურში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ისტორიული შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი, თუმცა დოკუმენტის შინაარსი ამ დრომდე არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები