ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევამ 17 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
შემთხვევა ინდოეთის ჩრდილოეთში, უტარ-პრადეშის შტატში მაშინ მოხდა, როდესაც სამგზავრო ავტობუსი ავტომაგისტრალზე გადაადგილდებოდა. თვითმხილველების თქმით, გასწრებისას ავტობუსი გზის დამცავ ჯებირს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ექიმების განცხადებით, ამ ეტაპზე გარდაცვლილია 17, ხოლო ავარიისას დაზიანებები 12-მა ადამიანმა მიიღო. ექიმების თქმით, მათგან სამი, კრიტიკულ მდგომარეობაშია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები