ნათია მეზვრიშვილი ხორავას ქუჩის საქმეზე: ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება, მათ შორის, ირიბი მტკიცებულება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ

ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება, მათ შორის, ირიბი მტკიცებულება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, იმიტომ, რომ ვიღაცეების მოსაზრებით, და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაც არის მკვლელი – ასე, პირის არც დაკავება ხდება, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება, მათ შორის, ირიბი მტკიცებულება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ. შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც, სხვათაშორის, ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე. დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ, მათ შორის, მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ და არ კითხულობენ, გვაქვს კი საიმისო მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ”- განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები