ამერიკელი ოლიმპიელის 1,7 თვის გოგონა აუზში დაიხრჩო
ცნობილი ამერიკელი მოთხილამურის, ოლიმპიური ჩემპიონის ბოდე მილერის ქალიშვილი აუზში დაიხრჩო. 1,7 თვის შვილის გარდაცვალების შესახებ, სპორტსმენმა „ინსტაგრამში“ დაწერა.
„ჩვენი გოგონა, ემი, გუშინ დაიღუპა. ვერასოდეს ვიფიქრებდით, რომ ასეთი ტკივილის გადატანა მოგვიხდებოდა. მისი სიყვარული, მისი სხივი, მისი სული არასოდეს იქნება დავიწყებული. ჩვენს პატარა გოგოს სიცოცხლე უყვარდა და ამას ყოველდღიურად ავლენდა. ჩვენი ოჯახი ნებართვას გთხოვთ, ამ მძიმე მომენტში განმარტოებისთვის შესაძლებლობა მოგვეცეს.
გოგონა გარდაიცვალა კალიფორნიაში მდებარე ჰოსპიტალში მას მერე, რაც მედიკოსებმა მისი სიცოცხლის გადარჩენა უშედეგოდ სცადეს. სამართალდამცველები მისი დაღუპვის გარემოებებს იკვლევენ. როგორც ცნობილია, მილერი და მისი მეუღლე წვეულებაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ტრაგედია მოხდა. აუზში დამხრჩვალი გოგონა მილერის მეუღლემ იპოვა, რომელიც შიგნით ჩახტა და მისი გადარჩენა სცადა.
ბოდე მილერი აშშ-ის ისტორიის ყველაზე წარმატებული მოთხილამურეა. მას 6 ოლიმპიური მედალი აქვს მოპოვებული.