“არ მახსენდება იმ ტიპის კომფორტი, რაც ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე შეექმნათ”

მართალი გითხრათ, არ მახსენდება იმ ტიპის კომფორტი შეექმნათ აქციისთვის, რა ტიპის კომფორტიც, ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე შეექმნათ, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, უფლებადამცველმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვაში ხელი არ შეშლიათ.
„მართალი გითხრათ, არ მახსენდება იმ ტიპის კომფორტი შეექმნათ აქციისთვის, რა ტიპის კომფორტიც, ბოლო დღეებში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს შეექმნა. სცენა და სცენაზე აღმართული აპლიკაციები საგანგებოდ იყო დამზადებული და მათ ირგვლივ არსებული ბარიერები ქმნიდა განწყობას, რომ საზოგადოება ძალიან დიდი პროცესისთვის ემზადებოდა. მე არ მახსენდება არცერთი ის აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიმეღოს და არ ყოფილიყო შევიწროვებული იმ მიზნით, რომ აქციის მონაწილეებს მალე დაეტოვებინათ ის. იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო დღეებში გამართულ აქციებზე რაიმე პირობა არ იქნა შექმნილი, ვფიქრობ, პრეტენზია არც არავის გამოუთქვამს. სხვა საკითხია ის, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საკუთარი დისკრედიტაციისთვის – ბოკერია და მისი თანაგუნდელები კი არ უნდა იბარებდნენ პროკურატურის წარმომადგენლებს, არამედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ თავის დროზე პროკურატურაში დაბარებულები“, – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები