საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაინიშნა

დღეს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხება.
უმრავლესობის სხდომა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები