ფლორიდაში მამაკაცმა მძევლად აყვანილი 4 ბავშვი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა

მამაკაცმა, რომელმაც გუშინ ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში, მეგობარ ქალთან კონფლიქტის შემდეგ, 1-დან 12-წლამდე ბავშვები მძევლად აიყვანა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მანამდე კი, ოთხივე ბავშვი მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CBSNEWS ავრცელებს.
გუშინ, ამერიკული მედია-საშუალებების ინფორმაციით, ამერიკელმა გერი ლინდსიმ, მეგობარ ქალთან კონფლიქტის შემდეგ, პოლიციელი დაჭრა, რომელიც მის დაკავებას ცდილობდა და 4 ბავშვთან ერთად ბინაში ჩაიკეტა.
სპეციალური დანიშნულების რაზმმა მაშინვე მოახდინა საცხოვრებელი კომპლექსიდან ხალხის ევაკუაცია და დამნაშავესთან მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა.
ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად, სამართალდამცველებმა ვერ მოახერხეს მამაკაცის დარწმუნება, გაეთავისუფლებინა ბავშვები და ჩაბარებოდა პოლიციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები