ზაზა სარალიძე სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გენინსპექციაში დაიბარეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის გამო, ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაკითხვაზე დაიბარეს.
ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ გუშინ პოლიციელებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს და ის იმ სამართალდამცველების პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვს, ვინც სასადილოში მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა.
„დასაჭერები არიან სუყველა, რას ჰქვია გადაცდომა? ეს გადაცდომა აღარ არის.
ხელმძღვანელები თვითონ გადაწყვიტონ არიან თუ არა დასაჭერი, მაგრამ იქ კონკრეტული პოლიციელები გათავისუფლებულნი უნდა იყვნენ სამსახურიდან, სამართლებრივი ფორმა უნდა მიეცეს. ძალით გაათრიეს ზვიად კუპრავა, დაგვამხეს თავზე მაგიდა, დავით ლაგვილავას ხელით შეეხნენ, ჩემზეც იძალადეს-თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, ჯიკაობით ჩემსკენაც წამოვიდნენ. ჭამა არ გვაცალეს რა უბედურებაა, სამართალდამცავი უნდა გიცავდეს და აქით მოდის ზეწოლაზე”, – ამბობს ზაზა სარალიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები