დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი.
დონალდ ტრამპმა დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის თანამშრომლობის მორიგი ეტაპი დაიწყება და იქვე დაამატა, რომ ხელმოწერილი დოკუმენტი ყოვლისმომცველია.
„აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ურთიერთობები, ამიერიდან, განსხვავებული იქნება იმ ურთიერთობებისგან, რაც აქამდე გვქონდა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. კიმ ჩენ ინმა კი განაცხადა, რომ ისტორიული სამიტის შემდეგ, მსოფლიო დიდი ცვლილებების მომსწრე გახდება.
ჯერჯერობით, არ ხმაურდება ხელმოწერილი დოკუმენტის შინაარსი, თუმცა აშშ-ის დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტი, შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას კიდევ უფრო გაამყარებს.
ასევე, ცნობილი ხდება, რომ კორეის ნახევარკუნძულის დენუკრელიზაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები