ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია.
აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„11 ივნისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებული თბილისის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლებულია“, – აცხადებენ უწყებაში.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით 19 პირი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები