სარალიძე მოსამართლის გადაწყვეტილებაზე: მიზანი კუპრავას და ჩემი მეგობრების დისკრედიტაციაა

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, ზვიად კუპრავას მიმართ გამოტანილ მოსამართლის გადაწყვეტილებას დისკრედიტაციად აფასებს.
“ეს იყო წინასწარ გაწერილი. მიზანი არის კუპრავას და ჩემი მეგობრების დისკრედიტაცია, რომ ისინი ვეღარ დაესწრონ აქციას”, – განაცხადა სარალიძემ.
რუსთაველის გამზირზე დაკავებულ ზვიად კუპრავას და კიდევ სამ პირს 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები