ამერიკა იემენში დაპირისპირებულ მხარეებს, გაერო-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს

დღეს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იემენში დაპირისპირებულ მხარეებს, გაერო-სთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა, იმისათვის, რომ დასრულდეს სამწლიანი სამოქალაქო ომი, რამაც თითქმის მიწასთან გაასწორა ქვეყანა.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ აშშ, იემენის მთავარი პორტის, ჰოდეიდაჰის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამერიკა შეშფოთებას გამოთქვამს ქვეყანაში არსებული საომარი ვითარების კიდევ უფრო გამძაფრების გამო.
პომპეო, ირანის მხარდაჭერით მოსარგებლე ჰუსიტურ მთავრობასა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ჰუსიტების მიერ გადაყენებულ პრეზიდენტს უჭერენ მხარს, მოუწოდებს აქტიურად ითანამშრომლონ გაერო-სთან მრავალწლიანი, სისხლიანი კონფლიქტის დასასრულებლად.
შეგახსენებთ, რომ იემენში უკვე წლებია, რაც სამოქალაქო ომია, რომელშიც ბოლო ხანებია, რაც საუდის არაბეთიც ჩაერთო, ხოლო მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი, სულ უფრო და უფრო დიდ მასშტაბებს იძენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები