მამუკა მდინარაძე: ყველა პროტესტი კანონიერ ჩარჩოში უნდა იყოს მოქცეული

„ყველა პროტესტი უნდა იყოს კანონიერ ჩარჩოში მოქცეული და ყველა პროტესტს სახელმწიფო უნდა მიუდგეს ადეკვატურად, რომ სახელმწიფო იდგეს თავის ადგილზე“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა.
ამასთან, მდინარიძის განცხადებით, მინისტრების გადადგომაზე საუბარი არის ზედმეტი.
„შვილმკვდარმა მამამ რაც არ უნდა გააკეთოს ყველაფერი იქნება გასაგები და აბსოლუტურად ვუთანაგრძნობ და მესმის თითოეული შვილმკვდარი ადამიანის და მათი პროტესტის ნებისმიერი ფორმის. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე. ყველა პროტესტი უნდა იყოს კანონიერ ჩარჩოში მოქცეული და ყველა პროტესტს სახელმწიფო უნდა მიუდგეს ადეკვატურად, რომ სახელმწიფო იდგეს თავის ადგილზე.
მინისტრების გადადგომაზე მე ვფიქრობ, რომ საუბარი არის ზედმეტი ნებისმიერი ადამიანის პასუხისმგებლობაზე, როდესაც ქვეყანაში არის უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიღებული – საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობს და კომისიამ უნდა თქვას ბევრ დეტალთან დაკავშირებით თავის პასუხი”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები