ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზში იძულებით შეიყვანეს.
მანამდე, ზვიად კუპრავასა და რუსთაველის გამზირზე მასთან ერთად დაკავებული სამი პირის სასამართლო პროცესზე, შესვენება გამოცხადდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ იქიდან გამომდინარე მიიღო, რომ მხარეები საქმის მასალებს გასცნობოდნენ.
კუპრავა, დანარჩენ პირებთან ერთად, სასადილოში იყო ჩასული, როდესაც მასთან სამართალდამცველები მივიდნენ და დარბაზში დროულად დაბრუნება მოსთხოვეს. რა დროსაც დაპირისპირება მოხდა. საბოლოოდ, სასამართლო დარბაზში კუპრავა იძულებით შეიყვანეს.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 4 პირი, მათ შორის, ზვიად კუპრავა, დღეს დილით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები