ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიას გადაეგზავნა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის მასალები, სასამართლომ, პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას გადაუგზავნა.
ხორავას ქუჩის საქმის მასალების მიღებას დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ახლა უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ელოდებიან. უწყებამ მასალები დღეს უნდა გააგზავნოს.
„ევროპული საქართველოს“ წევრების თქმით, საქმის მასალების გადმოცემის შემდეგ, მიმდინარე კვირას, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა ჩატარდება.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმის გამოძიების მიზნით, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელსაც „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგი კაპანაძე ხელმძღვანელობს.
ოპოზიცია დროებით საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობის სახით არის წარმოდგენილი.
13 ივნისს, პარლამენტში დროებითი კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები