რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვების გადატანა იგეგმება

რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვების გადატანა იგეგმება, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარამენტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კარვების გადატანა აქციის მონაწილეთა შეთანხმებით მოხდება.
„უკვე თვალსაჩინოა, ძალიან ბევრი ნასვამი ადამიანი მოძრობს, უკვე ირღვევა საზოგადოებრივი წესრიგი, რის გამოც მთელი ქალაქია პარალიზებული, უკვე იგეგმება, რომ კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო. კერძოდ, პარლამენტის შენობის წინ. კარვების გადატანა მოხდება მათთან შეთანხმებით, რათა ყველაფერმა მშვიდობიანი სახე მიიღოს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.
რამდენიმე წუთის წინ, 3 მოქალაქე დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები