ავღანეთში პოლიციამ 4 თავდამსხმელი გაანეიტრალა

ავღანეთის პროვინცია ნანგარარში, კერძოდ კი ქალაქ ჯალალაბადში, დღეს დილით, პოლიციამ ოთხი პირი გაანეიტრალა, რომლებმაც საგანმანათლებლო ცენტში შეჭრა სცადეს.
მომხდარის შესახებ ავღანური მედია-საშუალებები იტყობინებიან.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი დილის 10 საათზე, მაშინ მოხდა, როდესაც თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა, სავარაუდოდ, ე.წ. შადიჰის ქამრის დეტონაცია მოახდინა. აფეთქების შემდეგ პოლიციამ დანარჩენი თავდამსხმელების განეიტრალება ადგილზე მოახერხა. ამ ეტაპზე აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები