მირზა სუბელიანი: თუ შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი

შესაძლებელი იქნებოდა ჩემი სიცოცხლის გაცვლით ამ ბავშვის სიცოცხლის დაბრუნება, სიამოვნებით გავცვლიდი, – ამის შესახებ ბრალდებულმა მირზა სუბელიანმა სასამართლო პროცესზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისთვის გისოსები მეორეხარისხოვანია.
„ვიზიარებ მშობლების მწუხარებას, მათ ტრაგედიას. ძალიან ბევრი ოჯახი გადანდგურდა“, – განაცხადა მირზა სუბელიანმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მირზა სუბელიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. თავის მხრივ სუბელიანის ადვოკატებმა 5 000–ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. მირზა სუბელიანის საქმეზე შემდგომი პროცესი 30 ივლისს ჩაინიშნა.

მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები