მიხეილ გიორგაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

” მე და ჩემი ოჯახი გაოგნებულები ვართ სრულიად უსამართლო ბრალდების გამო, რომელშიც დღეს რუსთაველზე გამართულ აქციაზე მყოფმა ქალბატონმა პირდაპირ ეთერში დამდო ბრალი.
გულწრფელად თანავუგრძნობ ამ ადამიანს – დედას რომელსაც შვილი დაეღუპა, თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ამ ტრაგედიის შესახებ პირველად შევიტყვე და ამ საქმესთან აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მქონია.
ვთხოვ საზოგადოებას ნუ აჰყვება ამ ცილისწამებას და მედიას, ნუ მოახდენს ამ უსაფუძვლო ბრალდების ტირაჟირებას”,- წერს კულტურისა და სპორტის მინისტრი.

დღეს , რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გამომსვლელმა ერთ-ერთმა ქალბატონმა განაცხადა, რომ მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელს აფარებს მისი შვილის მკვლელებს. იგი, სავარაუდოდ ამავე სახელის და გვარის მქონე სხვა პიროვნებაზე საუბრობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები