პროკურორი – არსებობს მირზა სუბელიანისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები

მიზანშეწონილია მირზა სუბელიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იყოს პატიმრობა, რათა მართლმსაჯულების განხორციელებას ხელი არ შეეშალოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს სუბელიანის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მირზა სუბელიანმა ჩაიდინა შეუტყობინებლობა და ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს არ მიაწოდა.
„მირზა სუბელიანს ბრალად ედება, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა. 2017 წლის 1–ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ, კალანდიების ოჯახში ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ მკვლელობაში მონაწილე ერთ–ერთი პირი იყო გ.ჯ. აღნიშნული ინფორმაციის მიღების მიუხედავად მის მიერ არ მოხდა საგამოძიებო ორგანოსთვის ამ ინფორმაციის მიწოდება“, – განაცხადა პროკურორმა და აქვე აღნიშნა, რომ არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ასევე ფორმალური საფუძვლები.

მისივე განმარტებით, ბრალდების მხარე ასევე მოითხოვს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას მერაბ მორჩაძის მიმართ, რადგან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მორჩაძე მოახდენს მოწმეებზე ზემოქმედებას და მტკიცებულებების მოპოვებას ხელს შეუშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები