ზაზა სარალიძე თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა – ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს. შესაბამისი განცხადება მან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ახლა კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას, რომელმაც კიდევ დაგვიკიდა ფეხებზე და კიდევ შეეცადა ჩემი შვილის სულში ჩაფურთხებას. უკვე კონკრეტულად ვითხოვ გახარიას გადადგომას. არ შეეფერება ეს ადამიანი ამ თანამდებობას, კიდევ ცდილობს მოტყუებას, არ მივცემ მოტყუების უფლებას. ვინ გადააყენა შოთაძე, ვის უნდა ახალი შოთაძის მოყვანა, წულუკიანს, რომელმაც ტაშფანდურით გააცილა შოთაძე? დამნაშავე პირი ტაშფანდურით გააცილა. მას აღარ ვენდობი, გადადგეს წულუკიანიც და ხალხმა გადაწყვიტოს, პროკურორის თანამდებობაზე ვინ აირჩიოს. მე პირადად, ვაცხადებ: ბრძოლას არ შევწყვეტ, ვიდრე კონკრეტული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, რასაც სამართლიანად ვითხოვ. გამოვიდეს გახარია და მითხრას, რომ არასამართლიანად მოვითხოვე მისი გადადგომა. აქ ვერ მოვა? ბრიფინგი ჩაატაროს და გამცეს პასუხი, არც მაგაზე მაქვს პრობლემა. რაც შეეხება წულუკიანს, მას არ აქვს უფლება, დანიშნოს პროკურორი, რადგან რამდენი პროკურორიც დანიშნა, ყველა გვატყუებდა, გვაფურთხებდა სახეში. მოვუხმობ მმართველი გუნდის წარმომადგენლებს – თუ უნდათ სამართლიანობის აღდგენა, მოვიდნენ აქ და დაგვიდგნენ გვერდით”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები