ზაზა სარალიძის თხოვნით, აქციის მონაწილეებმა გომბორზე დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს (ვიდეო)

ზაზა სარალიძის თხოვნით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გომბორის უღელტეხილზე ავარიისას დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. სარალიძემ გამოსვლა აღნიშნული მოწოდებით დაიწყო.

„მოგესალმებით ყველას, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის. პირველ რიგში, მინდა ერთი რამე გთხოვოთ: გომბორის უღელტეხილზე, ავარიისას გარდაცვლილი ბავშვისა და ყველა იმ მიცვალებულის ხსოვნას წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი“, – აღნიშნა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ გომბორის უღელტეხილზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა. დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები