მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს – რას აცხადებს ადვოკატი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ​დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.

როგორც სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარედგინა. მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს აღიარებს.

„დღეს, სავარაუდოდ, ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შერჩევის მოთხოვნით, შუამდგომლობით. ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია ბრალდების მხარის პოზიცია, ჩვენი რეაგირებაც შესაბამისი იქნება და რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით პატიმრობას, ხოლო რაც შეეხება საქმის მასალებს, ხელწერილი მაქვს დადებული საქმის საგამოძიებო მასალების გაუხმაურებლობაზე, ასე რომ, ნუ ჩამეძიებით“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებ, რომ მირზა სუბელიანი გუშინ დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები