შეხვდა თუ არა ზვიად კუპრავა ირაკლი კორძაიას საზღვარგარეთ (ვიდეო)

ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ მან რამდენიმე დღის წინ, საზღვარგარეთ ვიზიტისას, მირზა სუბელიანის წარსული საქმიანობის შესახებ არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღო. „tv პირველის“ ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა შეხვედრა კუპრავას სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილ თანამშრომელთან, ირაკლი კორძაიასთან. სწორედ კორძაია აკეთებდა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე სკანდალურ განცხადებებს.

კუპრავამ პირდაპირ ეთერში არც უარყო და არც დაადასტურა, ჰქონდა თუ არა შეხვედრა უშუალოდ კორძაიასთან, თუმცა აცხადებს, რომ მან სუბელიანთან,სუბართან და სხვა პირებთან დაკავშირებით, მიიღო ინფორმაციები.

„მე, როგორც წარსულში, ასევე დღეს და მომავალშიც, ვაპირებ გავაგრძელო შეხვედრები. ინფორმაციები, მათ შორის საიდუმლო, რომელსაც მე აქამდე ვაჟღერებდი, ბუნებრივია, ციდან არ მოდიოდა. შესაბამისად, მე ვაგრძელებ კომუნიკაციას ყველა პირთან, ვინც დაგვეხმარება კონკრეტული საქმის და სხვა საქმეების თუნდაც გახსნასა და გამოძიებაში, მე ამაში პრობლემას საერთოდ ვერ ვხედავ . საზღვარგარეთ იმიტომ წავედით, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო უფრო მეტად დაცული“, – განაცხადა კუპრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები