გიორგი ხატიძე: მირზა სუბელიანის დაკავება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯს კანონის სრული დაცვით დგამს

„მირზა სუბელიანის დაკავება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლება ყველა ნაბიჯს კანონის სრული დაცვით დგამს“ – აის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ხატიძემ განუცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად მოქმედებს და მას აქვს შესაბამისი რეაგირება, საკანონმდებლო ჩარჩოს და მოთხოვნების დაცვით.
„ყველა ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ, შეესაბამება იმ საპროცესო და სამართლებრივ მოთხოვნებს, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და ამას ხედავს ჩვენი საზოგადოება“. – განაცხადა გიორგი ხატიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები