აშშ-ში ავარიას საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ (ვიდეო)

აშშ-ში, ნიუჯერსში მომხდარი ავტოავრიის შედეგად, საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, ისინი სატვირთო მანქანაში ისხდნენ, რომელიც გზაზე გადაბრუნდა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულო საქმის კურსშია და გარდაცვლილების ოჯახებს ცხედრების გადმოსვენების პროცედურებში ეხმარება. ამ დროისთვის ცხრედრები ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები