გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გომბორზე ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ თელავში, რეფერალურ საავადმყოფოში, გომბორზე ავარიის დროს დაშავებულები მოინახულა. როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გიორგი გახარიამ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიიღო ინფორმაცია.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვია. თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც, პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად.