გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა თბილისში რეანომობილით გადმოჰყავთ
ამ წუთებში, გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა რეანომობილით თბილისში გადმოჰყავთ.
როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, პაციენტი თბილისში, ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადმოჰყავთ.
გომბორზე დღეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა შორის ერთი ბავშვია.