დოდო გუგეშაშვილი შსს-დან გამოსვლის შემდეგ : საქართველოში რუსეთიდან არ შემოვსულვარ
დოდო გუგეშაშვილმა და მისმა ადვოკატმა, გელა ნიკოლეიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დატოვეს. როგორც შეხვედრამდე გუგეშაშვილმა განაცხადა, დღეს შესაძლოა, მას საქმის ახალი გარემოებები გააცნონ. ის დარწმუნებულია, რომ დანაშული გაიხსნება. გუგეშაშვილის ინფორმაციით, დღეს ის შსს-ში საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული ხარვეზის გამო იმყოფებოდა. მისი თქმით, ის ორჯერ დაბრუნდა უკრაინიდან საქართველოში, თუმცა საზღვრის კვეთისას, დაფიქსირდა, თითქოს საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
„ჩემი 2 კვეთა უკრაინიდან იყო მინიშნებული… თითქოს, მოვფრინავდი სანკტ-პეტერბურგიდან. აღმოჩნდა ტექნიკური ხარვეზი და ამ დღეებში უკვე ოფიციალურად გასწორდება. გავიარეთ რაღაც საკითხები და ვერ გეტყვით, რომ ჯერ რაიმე გამოკვეთილი იყოს. ძიება გრძელდება და ჩვენ მუდმივად გვაყენებენ საქმის კურსში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მოკლე დროში იქნება გამოკვეთილი ყველაფერი. ინტენსიურად მუშაობენ და უამრავი ვერსია გამორიცხვის მეთოდით იხილება“,- აღნიშნა დოდო გუგეშაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს, დიღმის მასივში, მათივე ბინაში მოხდა. დოდო გუგეშაშვილი დაჭრეს, მისი შვილი კი ადგილზევე გარდაიცვალა.