გომბორზე მომხდარი ავარიის შედეგად, თბილისის 175-ე სკოლის მე-6 კლასელი გოგონა, 2 მშობელი და 1 ბებია გარდაიცვალნენ

გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასელი გოგონა გარდაიცვალა.
როგორც „კვირას“ სკოლის დირექტორმა, თინა ალაბიძემ განუცხადა, გარდაცვლილთა შორის არინ მოსწავლეების 2 მშობელი და 1 ბებია. დირექტორის ინფორმაციით, მე-6 კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და სკოლის პედაგოგი კახეთში ექსკურსიაზე დღეს დილით წავიდნენ. ისინი დღესვე უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. მისივე თქმით, ექსკურსიაზე 2 სამარშრუტო ტაქსით მიდიოდნენ, ჯამში, 23 მოსწავლე, 23 მშობელი და 3 პედაგოგი.
„ექსკურსია მშობლებმა დაგეგმეს. ვინ დაიქირავა ეს მძღოლები, ჩემთვის უცნობია“, – აცხადებს „კვირასთან“ 175-ე სკოლის დირექტორი თინა ალავიძე, რომელიც ამ წუთებში თავადაც თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიდის.
შს სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, 4 მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის, 1 ბავშვი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები