“ევროპული საქართველო” მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მირზა სუბელიანის დაკავებას ითხოვს. მას მიაჩნია, რომ ვიდრე საპარლამენტო კომისია საქმის მასალებს სრულად შეისწავლის, შესაძლოა, სუბელიანი მიიმალოს. კახიძის აზრით, სუბელიანი უნდა დააპატირმონ და ბრალი წარუდგინონ.
„სანამ საქმის მასალების შესწავლას დავიწყებთ და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მირზა სუბელიანი არ მიემალოს გამოძიებას და უზრუნველყოფილი იყოს მისი გამოცხადება საგამოძებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად. მისი გამოცხადების უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოვიყენოთ გაუსვლელობა და სხვადასხვა ტიპის აღკვეთის ღონისძება იმის მიხედვით, თუ ტიპის მტკიცებულებები აქვს შსს-ს.“- აღნიშნავს კახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები