დავით სერგეენკო გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს

გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს ჯანდაცვის მინისტრი მოინახულებს. როგორც „კვირას“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დავით სერგეენკო პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში მიდის.
ამ დროისთვის, კლინიკაში 21 პაციენტია მოთავსებული, მათგან 12 ბავშვი.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით, გომბორის უღელტეხილზე მოხდა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა – 4 მოქალაქე, მათ შორის, 1 ბავშვი. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების 10 ეკიპაჟი მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები