“ევროპული საქართველო“ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
“ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე”, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
“საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ამავე დროს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და ნიბისმიერ პოლიტიკურ ძალას, აქვს ლეგიტიმური უფლება გამოხატოს პროტესტი მშვიდობიან ფორმებში“, – განაცხადა ოთარ კახიძე.
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია ხვალ გაიმართება.