საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში კონგრესმენ რობერტ ადერჰოლტს შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობაზე და ამერიკის განსაკუთრებულ მხარდაჭერაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. დელეგაციამ ისაუბრა, ისევე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე. ქართველმა პარლამენტარებმა განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების როლსა და მნიშვნელობას, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, საქართველოსათვის, ისაუბრეს იმ კონკრეტულ დადებით შედეგებზე, რასაც მოიტანს ხელშეკრულების ამოქმედება ორივე ქვეყნისათვის.
კონგრესმენმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმების კუთხით. მან საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში ქართველ კოლეგებს მხარდაჭერა აღუთქვა.
ვიზიტი ხორციელდება აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დავით ბაქრაძის მხარდაჭერით.