მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მორჩაძე იზოლატორში გადაიყვანეს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დღეს დაკავებული მერაბ მორჩაძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ზაალ თავაძემ განაცხადა.
„დღეს 18საათზე ქუჩაში მოსამართლის ბრძანებით დააკავეს მერაბ მორჩაძე, რომელსაც შსს ედავება მოწმეებზე ზემოქმედებას. 24 საათის განმავლობაში გამოძიება წაუყენებს ბრალს. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ მომავალ წარსადგენ ბრალდებას მერაბი არ აღიარებს, რა თქმა უნდა. ის არის ჩვეულებრივი წესიერი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ არავითარი ინტერესი არ ჰქონია მას მოწმეებზე ზემოქმედების და არც საქმის მიმართ. ჩვენ მასალები ჯერ არ გადმოგვცემია.
კალანდიებისა და მორჩაძეების ოჯახი არიან დიდი ხნის ნათესავები, თაობებიდან არის ჯერ კიდევ ურთიერთობა და როგორც მერაბმა განაცხადა, როცა უჭირს და ულხინს ერთმანეთს გვერდით უდგანან. ახლაც, გაჭირვებაში რომ იყვნენ, ბავშვებმა მიმართეს. მორჩაძის განმარტებით, მას არავითარი მითითება მათთვის არ მიუცია რომ რამე დაემალათ. ელემენტარული დახმარება სთხოვეს. არიან არასრულწლოვნები, სტრესულ სიტუაციაში ჩავარდნილები და იცოდნენ, რომ ჰყავდათ ასეთი ოჯახის მეგობარი და გვერდში დგომა თხოვეს.
მისი საქმიანობა და სამუაო ადგილი საქმესთან კავშირში არ არის. როგორც მერაბი აცხადებს ის ერთხელ შეხვდა მიხეილ კალანდიას, დედამისის თხოვნით წამოიყვანა სასამართლო პროცესიდან მანქანით. ეს იყო კალანდიას ბოლო ჩვენებიდან“, – აცხადებს თავაძე.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული და სუბელიანი ერთმანეთს არ იცნობენ.