რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტში მთავრობის და არასამთავრობოების მონაწილეობით კანონპროექტის განხილვა გაიმართა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სოციალური მეწარმეობის შესახებ კანონპროექტისა და თანდართული საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას გეგმავს. რიგსაკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების შესაჯერებლად, დღეს კომიტეტმა კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად საკანონმდებლო წინადადებისავტორები და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა. შეხვედრაში მონაწილეებმა კანონპროექტის შინაარსზე, სულისკვეთებასა და იმ აქცენტებზე იმსჯელეს, რომელიც მთავრობის მხრიდანიქნა წარმოადგენილი.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, მერაბ ქვარაიას მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტი ერთგვარი სიახლეა კანონმდებლობაში. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ევროპული გამოცდილებისგათვალისწინებით შევიმუშაოთ სოციალური მეწარმეობის ქართული მოდელი და ამით შემდეგ მხარი დავუჭიროთ საქართველოში ფაქტობრივად არსებულ სოციალურ საწარმოებს. ეს იქნებასახელმწიფოს მხრიდან ერთგვარი გზავნილი სოციალური მეწარმეებისთვის, რომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ განვითარებას, მათ სოციალურ მიზნებს, რომელიც ფოკუსირებულიაგარკვეული მოწვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვაზე“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ. დეპუტატს მიაჩნია, რომ არსებობს ტექნიკური საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც შეთანხმება უნდამოხდეს.
როგორც საკანონმდებლო წინადადების ერთ-ერთმა ავტორმა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეკა დათუაშვილმა განმარტა, სოციალურიგანვითარება არის ის მიდგომა, რომელიც სულ უფრო ვრცელდება და მკვიდრდება განვითარებულ ქვეყნებში. „სოციალური მეწარმეობის მეშვეობით წყდება საზოგადოერბისთვისმნიშვნელოვანი საკითხები ჩვეულებრივი ბიზნესისთვის ნაკლებად საინტერესო სფეროებში“, – განაცხადა მომხსენებელმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ნათია მიქელაძის განცხადებით, იდეის მიზნები მისთვის გასაგები და მოსაწონია. „თუმცა როგორ მივაღწიოთ ამ მიზნებს, დღეს რა პრობლემები არსებობსამ მიზნის მიღწევისთვის, ამის იდენტიფიცირების საშუალება უფრო მეტად უნდა იყოს კანონპროექტში“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით ორმხრივად შემოთავაზებული ვარიანტი უფრო შეამოკლებს გზასკანონპროექტის საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე.
„დღეს კარგი ნაბიჯი გადავდგით. სამუშაო პროცესი იყო ძალიან ჯანსაღი კანონპროექტის შეჯერებული, დახვეწილი საბოლოო სახის შესამუშავებლად“, – აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.