მამუკა მდინარაძე: საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ისინი ხელს არავის დააფარებენ. მისივე თქმით, მსგავს საქმეზე პარლამენტის კომისიის შექმნა უპრეცედენტოა.

„თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ პრეცედენტები, თუ რამდენი შემთხვევაა მსოფლიოში, როცა ხელისუფლება კონკრეტულ საქმეზე საგამოძიებო კომისიას ქმნის. პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არავისზე ხელის დაფარებას არ ვაპირებთ. პირველ რიგში, მოხდება საქმის მასალების გამოთხოვა, ჩავიხედავთ თუ რა ხდება საქმეში, ამის შემდეგ შინაარსთან დაკავშირებით უფრო მეტად შევძლებთ მსჯელობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს შეხვედრაზე კომისია თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის მდივანს აირჩევს, მოხდება დებულების დამტკიცება და განიხილავენ საორგანიზაციო საკითხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები