ირანში ებრაელების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, პალესტინელი ხალხის მხარდამჭერი და ებრაელების წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის ახალი ამბების სააგენტო, IRNA ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, დემონსტრაციები ირანის ყველა დიდ ქალაქში მიმდინარეობს.
მიტინგების მონაწილეები ისრაელის საწინააღმდეგო ლოზუნგებს სკანდირებენ, პალესტინელების მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო.

შეგახსენებთ, რომ პალესტინელი ხალხის მხარდაჭერის დღე ირანში 1979 წლიდან აღინიშნება, რომელიც აიათოლა ხომეინმა დააწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები