დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს, 13:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.

სხდომის დაწყებამდე კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს შეხვდება. როგორც მან აღნიშნა, ეს კომისია იქნება ინსტრუმენტი დაზარალებული ოჯახებისთვის, რათა სიმართლე დადგინდეს.

“ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომისიამ ნათელი მოჰფინოს იმას, რაც ხორავას ქუჩაზე მოხდა. ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა და შევთანხმდით თანამშრომლობაზე, ასე რომ, ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა შედგება და ეს კომისია იქნება ინსტრუმენტი დაზარალებული ოჯახებისთვის, რადგან დადგინდეს სიმართლე.
რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ეს იქნება ობიქტური”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები