მალხაზ მაჩალიკაშვილი: ბევრ ადამიანს ჰქონდა ჩაფიქრებული იმის გაკეთება, რასაც მე გავაკეთებდი

სადაც მე წავიდოდი, ჩემი მეგობრებიც იქ წამოვიდოდნენ,- ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა “ტვ პორველის” ეთერში ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განმარტა.
როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მას და მის მეგობრებს სუს-თან თავიდ აფეთქება ჰქონდათ გადაწყვეტილი, მაგრამ ქართველი ხალხის სიყვარულმა უკან დაახევინა.
“თემირლანის ამბავმა პანკისი ძალიან შეცვალა. ჩემამდეც ბევრ ადამიანს ჰქონდა ჩაფიქრებული ამის გაკეთება. მაგრამ არსად წავსულვართ და არაფერი გაგვიკეთებია. ყველანაირად ვეცდები, გამოძიებას კანონის ფარგლებში შევეწინააღმდეგო. როდესაც ვამბობ, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა ჩაფიქრებული ამის გაკეთება, ეს ნიშნავს, რომ სადაც მე წავიდოდი, ისინიც იქ წამოვიდოდნენ,- განმარტა მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები