რატომ მართავს შეხვედრებს ზვიად კუპრავა რეგიონებში, რატომ გათიშა ტელეფონი და რას აპირებს, სარალიძის მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში

რუსთაველის გამზირზე აქციის ორგანიზატორი ზვიად კუპრავა სამეგრელოში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას 10 ივნისის დაანონსებული აქციის შესახებ, საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა.
ამასთან, როგორც „კვირას“ ზვიად კუპრავამ განუცხადა, ხვალ იგი ბათუმში ჩავა და 10 ივნისამდე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოსახლეობას შეხვდება.
ჩვენ მოსახლეობას ვეკითხებით აზრს, რომ ჩვენ ბრძოლას ჰქონდეს ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ ყველაზე მეტ ლეგიტიმაციას იძლევა ხალხი, ჩვენ ვეკითხებით, რას ფიქრობს ხალხი გავაგრძელოთ თუ არა ბრძოლა, შევწყვიტოთ თუ წავიდეთ სახლებში, ან დავსხდეთ სახლებში თუ  მივაწვეთ, აი, სწორედ ამ კითხვებით მივმართავ მოსახლეობას.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ხელისუფლებამ 10 ივნისამდე, შესაძლებელია, დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე კონკრეტული პირები დააკავოს,  მაშინ ამ ბუკლეტებს წინასწარ რა მიზნით არიგებთ?

– კი ბატონო, ხელისუფლებამ აკეთოს თავისი საქმე. ეს ბუკლეტები არის მოსაწვევი ბუკლეტები, საინფორმაციო ბუკლეტები. ხელისუფლებისთვის დამატებითი სტიმული უნდა იყოს იმ პირობების შესასრულებლად, რა პირობებიც ჩვენ მათ წავუყენეთ. ასე რომ, ხელისუფლებამ აკეთოს თავისი საქმე, ეს ბუკლეტები ხელს არაფერში უშლის.

თუ ხელისუფლებამ ზაზა სარალიძის მოთხოვნა შეასრულა, მაშინ თქვენი დაანონსებული აქცია რა მიზანს ემსახურება?

– ხელისუფლება თუ იტყვის, ზვიად კუპრავა სამეგრელოში ჩასვლით და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებით, ხელს მიშლის ჩემი საქმიანობის განხორციელებაშიო, მაშინ მე გადავხედავ ჩემი დღის გრაფიკს.

– თუ აქციაზე ზაზა სარალიძე არ გამოვიდა,  თქვენ მაინც გამართავთ?

– ამ წუთას ვიმყოფები მედეა ჯგუშიას ოჯახში, თუ სარალიძის მოთხოვნა შესრულდა, მაშინ რა დააშავა  მედეა ჯგუშიამ, რომელსაც შვილი მოუკლეს და გამოძიებას არაფერი გაუკეთებია? ამ ქალბატონისთვის არ ვიბრძოლოთ?

– საპროტესტო აქცია დაიწყო ზაზა სარალიძემ, მას კონკრეტული მოთხოვნები აქვს… და შვილმკვდარი დედები ახლა გაგახსენდათ?

– ვმუშაობდი და არ მეცალა.

საზღვარგარეთ ეს დავალება მიიღეთ?
ნახვამდის….  და ტელეფონი გათიშა.
შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა უკრაინიდან გუშინ საქართველოში ჩამოვიდა. მისი თქმით, იგი უკრაინაში ნეიტრალურ ზონაში გარკვეულ პირებს შეხვდა, თუმცა ვისთან ან რა მიზეზით იმყოფებოდა ზვიად კუპრავა უკრაინაში, ამ დრომდე უცნობია. ცნობისათვის, 10 ივნისს,  პარლამენტის შენობასთან, ნაშუადღევს საპროტესტო აქცია გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები